„თქვენ შეძელით და გული გაუტეხეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს სხვას უნაწილებს…“ – ზიზი ჭელიძის მეგობარი
ზიზი ჭელიძის ვიდეომ, სადაც ჩანს როგორ ეხმარება იგი მოზარდს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.ზიზის „ფეისბუქით“ ირკვევა, რომ მოზარდი მოინახულა. ცნობილი სტომატოლოგის მეგობარი კი მასზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„კლავიატურის რახა რუხით გაბედნიერებულო ერის ნაწილო, რომელსაც სიყვარული მხოლოდ ვალენტინობას გახსოვთ.ვისაც დედის დღე მხოლოდ 3 მარტს გგონიათ.თქვენ შეძელით ის რომ გული გაუტეხეთ ადამიანს რომელიც საკუთარი შრომის ფასად ნაშოვნ ფულს სხვას უნაწილებს.რომელსაც იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული რამდენამდეც ბევრმა თვლაც კი არ იცით.მიაღწიეთ იმას რომ ეს ადამიანი მისთვის უსაყვარლეს ადამიანებზე გაანაწყენეთ.რას ეძებთ გარეთ როცა შიგნით, საკუთარ ოჯახში გაქვთ ქაქი და ლაფი.როცა აკვანს იმისთვის გირწევდნენ, რომ თქვენს ტირილს მეზობლები არ შეეწუხებინა.დაოკდით, საკუთარ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს და ოჯახებს მიხედეთ, სადაც საკუთარი ცოდვების დაფარვას სხვაზე ხმამაღლა ჭორაობით ახერხებთ.ღმერთი ხომ სხვაა სინამდვილეში და სხვა რამეს გასწავლით? თუმცა სწავლა ხომ თქვენთვის რთულია.მე მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი ბედის და იღბლის რომ გვერდით მყავს ძალა რომელიც მაცხოვრებს და უანგარო სიყვარულს მასწავლის.სიკეთე გადამდები და საამაყოა“, – წერს ლევან ჭელიძე.