ახალი ამბები
ამ დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი და რამდენი მაგნიტუდა შეადგინა ბიძგებმა?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაბა ჩხოროწყუსთან, სოფელ თაიასთან მოხდა.
მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა.