რას აცხადებს ოთარ ცინდელიანის ბებია, რომელიც ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დააკავეს
ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ლილოს დასახლებაში – ბრალდებული 21 წლის ოთარ ცინდელიანი, ზუგდიდში დააკავეს.
ლილოს დასახლებაში 20 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს. პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ქეთი ჯავახიშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოთო ცინდელიანი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
ადგილობრივებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი სახლიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. გოგონა მამამ ამოიცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ბრალდებული ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და ის წინუბანში ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.
ვიდეო: “ფორმულა”