ვინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა
ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.
“ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რომ უჭირდა, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან”, – ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.
ცნობილია, რომ გარდაცვლილია, 20 წლის ნია რობაქიძე. “ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ” ,- წერენ სოციალურ ქსელში.
წყარო: პრაიმტაიმი