„შენი სამარცხვინო ქმარი, შენი შვილის მამა, ქვეყნის გამყიდველი, რას შვრება?” – ქეთი ხატიაშვილის ირგვლივ აგორებული მოულოდნელი სკანდალი პიკს აღწევს (ნახეთ გამაოგნებელი კომენტარები)
17 აპრილს, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ – ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. მხარდამჭერ დეპუტატებს შორის იყოს მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან…”
უკვე წლებია, რაც ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი პარლამენტში დიდი რაგბიდან წასულ დავით კაჭარავა ერთად ცხოვრობენ. წყვილს 14 მარტს საერთო შვილი, ვაჟი ილია კაჭარავა შეეძინათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში საზოგადოების ნაწილი ცნობილ ადამიანებისგან, მათ შორის ინფლუენსერებისგან, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდა.
ქეთი ხატიაშვილმა „ინსტაგრამზე” ბოლო პოსტი ორი დღის წინ გამოაქვეყნა., რომელშიც ტანმოვარჯიშე ქალებს მშობიარობის შემდეგ წონაში დაკლებისა და მუცლის მოშორებისთვის ვარჯიშს ასწავლის. კომენტარების დიდი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია, ქეთის ქმრის სტატუსს ახსენებენ და წერენ, რომ ვარჯიშის მაგიერ, ახლა „რუსულ კანონს” უნდა აპროტესტებდეს.
„ყოველდღე ვამოწმებდი შენს „ინსტაგრამს”, მაინტერესებდა, დაწერდი თუ არა რამეს… არაფრის მომცემია შენი სიტყვები, ნული ღირებულების მატარებელი. ვითომ ძალიან გადარდებდეს ეს სიტუაცია და გული შეგტკიოდეს ხალხსა თუ შენს ქვეყანაზე, მონა”.
„შენ ევროპულ ქვეყანაში გინდა ცხოვრება? ამ დროს შენი სამარცხვინო ქმარი, შენი შვილის მამა, ქვეყნის გამყიდველი, რას შვება? აი, იმას უთხარი ეს, რომ არ გინდა საბჭოთა რუსეთში შენი შვილების გაზრდა, არამედ ევროპაში! შენი მოღალატე, ორუჯრედიანი სამარცხვინო ქმარი იმ 83 კაცში თითის დამჭერი, აი, მას უთხარი ეს! ფარისევლური „სთორი” ვითომ ევროპულ საქართველოში, რომ გინდა ცხოვრება, ეს იმიტომ რომ ყველა შენმა კოლეგამ გააზიარა და დაცინვის შეგეშინდა! გრცხვენოდეს ქეთი ხატიაშვილი, კაპიკია შენი სტუდიების! მიღწევების და ინფლუენსერობის ფასი!”
ამ შინაარსის არაერთ კომენტარში ახალგაზრდა ქალის პოზიციას აკრიტიკებენ, თუმცა ქეთის ექომაგებიან კიდეც:
„ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ ამის ქმარი “ქოცია”?! იმ 82-ის ცოლებსაც შეუვარდით და ლანძღეთ „ინსტაგრამზე”. ღმერთო, რასაც ვგმობთ, იმას აკეთებთ თუ რა ჯანდაბა გჭირთ?! წადით კაჭარავასაც აქვს თავის ინსტაგრამი და სხვა 82-საც და დაუწერეთ! დადექით აქციაზე და დაუდექით სპეცრაზმს წინ, ამომფარებიხართ აქ კლავიატურას, მართლა რამის გამკეთებლები იყოთ რა, უამრავი ადამიანი დგა აქციაზე და აქ არცერთი არ აქვს კომენტარების წერის დრო, უსაქმურთა ხროვა.”
ერთ-ერთ კომენტარში ქეთის გამომწერი ეკითხება:
„კაჭოსგან” შვილი რომ გააჩინეთ, არ გრცხვენიათ?” – ამ კომენტარს ტანმოვარჯიშემ სპეციალური ვიდეოთი უპასუხა.
„არ გავურბივარ არაფერს, უბრალოდ, რაზე გიპასუხოთ, ამ კითხვებზე? არ ვაპირებ პასუხის გაცემას. მაშინ „ანფოლოუ” გამიკეთე, ნუ „დამაფოლოვებთ” თუ ასეთი ცუდი ვარ. ძალიან საწყენია…” – ამბობს ვიდეოში ქეთი ხატიაშვილი.