ცნობილია ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 61 წლის ცოლს, მარინა კუდავას, ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

წყარო: mix .metronome. ge

Back to top button