დედამ შვილები მოიკითხა და არ იცის რომ არცერთი შვილი არ ყავს, საზარელ ავარიას მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. – geonewest.com
ახალი ამბები

დედამ შვილები მოიკითხა და არ იცის რომ არცერთი შვილი არ ყავს, საზარელ ავარიას მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button