ახალი ამბები
“მამაკაცი სისტემატურად ძალადობდა ცოლზე – მკვლელობამდე მისი დახრჩობაც კი სცადა”– რა ხდება ცნობილი საქმის მასალებიდან?
რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 27 წლის ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა ცოლზე. პროკურორის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, გიორგი ფირაშვილმა მარიამ სოფრომაძის დახრჩობა სცადა. მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა.
უმძიმესი დანაშაული, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა.გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 21 წლის მეუღლეს და 48 წლის სიდედრს ცეცხლი სანადირო თოფიდან მაშინ გაუხსნა, როცა ისინი ეტლით ბავშვს ასეირნებდნენ. ორივე ქალი ადგილზევე დაიღუპა. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.