
„გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს. კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან…“ – წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს.




