ახალი ამბები
ახალგაზრდა ბიჭია 25 წლამდე,როგორია მეტროში ჩავარდნილი ბიჭის მდებარეობა ,რას ყვება თვითმხილველი.
მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
როგორც თვითმხილველი “რუსთვი 2-თან” საუბარში აცხადებს, დაშავებული 20-დან 25 წლამდე პირია.
“ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. არ ვიცი ჩახტა თუ ჩავარდა, ვერ გეტყვით ზუსტად. სასწრაფო მალევე მოვიდა და ამოიყვანეს. ვიცი, რომ ცოცხალია”, – განაცხადა თვითმხილველმა.