“სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, დაფშვნილია ტერფის ძვლები” – თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნა.
ოჯახის წევრი, სალომე გოგოხია, სოციალურ ქსელში წერს, რომ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი დაზარალებული კლინიკამ არ მიიღო.
“დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალოსტი! გვეუბნებიან სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლსი, თავიდან იცილებენ, და თქცენ მიიყვანეთ მერეო რომელიმე კლინიკაშიო!” – წერს სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში.
სიგუას დედის თქმით, მის შვილს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, ხოლო მათგან ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.
[სტილი დაცულია]
“მიუტანია შეკვეთა და გაბრუნდა სახლში – ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა.
მირეკავს მერე, დედა, ბინტი და ის არ გვაქვს? ჩამოდი ქვემოთ, დაჭრილი ვარო დაჩამოვედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია.
[…] ოთხი ბიჭი და ოთხი გოგო ჩამოსულან ჯერ, უცემიათ და მერე დაახალა ერთი აბოიმა ტყვია”. – თქვა დაზარალებულის დედამ ფორმულასთან საუბრისას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.