
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტომანქანაში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჰონდას მარკის ავტომანქანა რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, სამი კი შიგ დაიწვა. გარდაცვლილებს შორის, ორი გოგონაა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.



