ახალი ამბები
„ობლად გაზრდილი ბიჭის უიღბლო დასასრული…” – ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა შარშან დაამთავრა და ახლა მთელი სოფელი გლოვობს?
ბუკნარის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და სკოლის კურსდამთავრებულის გარდაცვალების შესახებ წერს:
„ბუკნარის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება კურსდამთავრებულის, გიორგი ირემაძის, გარდაცვალებას და თანაუგრძნობს განსვენებულის დედას, ბებიას, ბაბუას, დედმამიშვილებს: გიგა, ხატია, ნათია ირემაძეებს, ახლობლებს, 2022 წლის კურსდამთავრებულებსა და სოფლის მოსახლეობას. ობლად გაზრდილი ბიჭის უიღბლო დასასრული… ნათელი დაადგეს მის სულს!”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
წყარო: ntv. com .ge