გიორგი გველესიანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ზურა ხაჩიძე გამოეხმაურა და წარმოუდგენელი კომენტარი გააკეთა – geonewest.com
ახალი ამბები

გიორგი გველესიანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ზურა ხაჩიძე გამოეხმაურა და წარმოუდგენელი კომენტარი გააკეთა

ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

საუბარია კითხვა-პასუხის იმ ნაწილზე, როდესაც გველესიანმა ქალთა ფეხბურთზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ „მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის“.

ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ, ფეხბურთელმა Geo Team-ის საშუალებით, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რითაც კრიტიკოსებს უპასუხა.

გიორგი გველესიანის მიმართ არაერთგვაროვან შეფასებებს ზურა ხაჩიძე ეხმაურება.

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!

არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ!

ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს! 🤝გულწრფელი,განათლებული,მიზანდასახული და სწორ აზროვანი!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

Back to top button