ქედაში ავტოსაგზაო ემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა, შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი,
დაშავებული პირი ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.