ოქროსმედალოსანი იყო, მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, არდადეგებზე იყო ჩამოსული… გაქვავებულები ვართ…” – რას ჰყვება პედაგოგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 19 წლის ბიჭზე – geonewest.com
ახალი ამბები

ოქროსმედალოსანი იყო, მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, არდადეგებზე იყო ჩამოსული… გაქვავებულები ვართ…” – რას ჰყვება პედაგოგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ 19 წლის ბიჭზე

დღეს, 19 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 5:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი მო­ტო­ციკ­ლის მძღოლს და­ე­დევ­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გზა გა­და­უ­კე­ტა, რის შემ­დე­გაც მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. 19 წლის ბა­ი­კე­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 276-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. უც­ნო­ბია, რა­ტომ აე­დევ­ნა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ახალ­გაზ­რდას. შემ­თხვე­ვას Tiktok live-ში იღებ­და მო­ქა­ლა­ქე გიკა მო­დე­ბა­ძე, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ამ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა შე­ა­წყვე­ტი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მო­დე­ბა­ძე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, მი­ზე­ზად კი პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა და­სა­ხელ­და


გარ­დაც­ვლი­ლი ბა­ი­კე­რის, რევი დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სახ­ლში ახ­ლა­ხან გა­და­ას­ვე­ნეს. 19 წლის რევი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც გა­სულ წელს მად­რი­დის IE University-ში 75%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლელა ფი­ცხე­ლა­უ­რი Ambebi.ge-ს რევი დე­მეტ­რაშ­ვილ­ზე ესა­უბ­რა:

“რევი ბრწყინ­ვა­ლე ბიჭი იყო, ბრწყინ­ვა­ლე… დი­ლი­დან შეძ­რუ­ლე­ბი ვართ და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი. რევი ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი იყო, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე, ულა­მა­ზე­სი, უჭ­კვი­ა­ნე­სი, იმ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი იყო, ვერ აღ­გი­წერთ.

თვი­თონ ვას­წავ­ლი­დი მე-11 კლას­ში და ეს იმ­ხე­ლა შო­კია, გონ­ზე ვერ მოვ­სულ­ვარ. რევი მაქ­სი­მა­ლის­ტი იყო, იცო­და რამ­დე­ნი­მე ენა – ინ­გლი­სუ­რი ბრწყინ­ვა­ლედ, გერ­მა­ნულ­საც სწავ­ლობ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თე­მა­ტი­კა­ში ბრწყინ­ვა­ლე იყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და, ასე­ვე, ძა­ლი­ან კარ­გი იყო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებ­ში, ის ერ­თი­ა­ნად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე იყო.

ჩვე­ნი სკო­ლის ბავ­შვე­ბი სკო­ლის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დებს აბა­რე­ბენ ხოლ­მე და 𝗣𝗦𝗔𝗧-ის გა­მოც­და­ზე რე­ვის აღე­ბუ­ლი აქვს უმაღ­ლე­სი ქულა, ასე­ვე, გა­სულ წელს უმაღ­ლე­სი შე­დე­გე­ბით ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი უცხო­ეთ­ში და 75%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით მოხ­ვდა მად­რი­დის IE University-ში. რე­ვიმ ახ­ლა­ხან პირ­ვე­ლი კურ­სი და­ხუ­რა, არ­და­დე­გებ­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი და სექ­ტემ­ბერ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და.

ღმერ­თო, იმ­დე­ნად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო, არც გვინ­და და­ვი­ჯე­როთ, დი­ლი­დან მთე­ლი სკო­ლა შეძ­რუ­ლია. რა და რო­გორ მოხ­და, დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცით, ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ჩვენც ინ­ტერ­ნე­ტით და ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვეთ, ოჯახს ვერც ვუ­კავ­შირ­დე­ბით, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბით გაქ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. არ ვიცი, რე­ვის მო­ტო­ციკ­ლე­ტი ჰყავ­და თუ არა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ამა­ზე არა­ფე­რი მსმე­ნია, შე­საძ­ლოა მისი ჰობი იყო, არ ვიცი…

წყარო: hotnews .com .ge

Back to top button