“2 ბავშვი უდედოდ დარჩა,მარიამი გარდაიცვალა რომელმაც სიმსივნე დაამარცხა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ როგორ დაიღუპა
მარიამ სირბილაძე გარდაიცვალა. ის წლების წინ მთელმა საქართველომ გაიცნო, როგორც სიმსივნეზე გამარჯვებული ქალი, რომელიც ბოლო წლებში იტალიაში ცხოვრობდა. მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად ყვებოდა იმ მძიმე დღეებზე, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, ამხნევებდა ყველას და იტალიაში იმ კლინიკაში მუშაობდა, სადაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა.მარიამი იტალიაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე საათის
წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, ამიტომ მეგობრებისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა მისი გარდაცვალების ამბავი.
ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ იბრძოლა, იბრძოლა, იმედი არასოდეს დაუკარგავს და საბოლოოდ “სიკვდილი მოკლა“. ის ყოველთვის ამხნევებდა იმ ქალებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს, რაც მან უკვე წლების წინ გადალახა.
მარიამს ორი შვილი დარჩა.
წყარო: siaxleni. com