„საბჭოთა წყობაში ვერ დაგვაბრუნებთო და გიორგი გველესიანი საკუთარი აზრის გამო… – რას წერს ნათია ბერიძე
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წარმატებულმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა, „Geo Team • ჯეო თიმი“ youtube არხზე გულშემატკივრის კითხვებს უპასუხა.
არის თუ არა ფეხბურთი ქალების საქმე და უნდა ითამაშონ თუ არა ფეხბურთი ქალებმა – ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც გველესიანს დაუსვეს, რაზედაც ფეხბურთელმა ასე უპასუხა:
„ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს“, – ამბობს იგი.
ამ განცხადების გამო, სპორტსმენს ოპოზიციონერ დეპუტატებმა კრიტიკული პოსტები მიუძღვნეს, რაც ჟურნალისტი ნათია ბერიძის გაღიზიანება გამოიწვია.
„დემოკრატია, ლიბერალიზმი და 21-ე საუკუნეო, ვერ გაგვარუსებთო, საბჭოთა წყობაში ვერ დაგვაბრუნებთო და გიორგი გველესიანი საკუთარი აზრის გამო საბჭოთა ცენზურის დიდ მორევში ჩაძირეს, აგინეს, აფურთხეს და სულ საბჭოურ, რუსულ მეთოდებს იყენებენ, რომ აზრი წაართვან, შეზღუდონ, დააცენზურონ.
ერთ ისაა, რომ ვერ ხვრეტენ თორემ ხატია დეკანოიძე საკუთარი ხელით მიაყენებდა კედელთან, შუბლს გაუხვრეტდა და მიწასაც თვითონ მიაყრიდა და ზდრასტვუი სავეცკი საიუზ! თქვენ სულ მანდ იყავით, ხართ და იქნებით“, – წერს ნათია ბერიძე.