ახალი ამბები
2000 და 5000 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც საახალწლოდ ამას დაარღვევს
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი და ჯარიმები გაამკაცრა.
წიწვოვანთა უკანონოდ ტრანსპოტრირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ შემთხვევაში 2000 ლარია, განმეორებისას კი – 5 000.
იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1000 ლარს გადაჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევეა იმპორტირება.