დააკავეს ქალი, რომელმაც დედას გული ამოჭრა… მიზეზი კი შოკისმომგვრელია (უცხოეთი)
ფლორიდაში დედის მკვლელობისთვის 58 წლის ქალი დააკავეს. დაკავების პროცესში ქალი შიშველი იყო და სახლის გარეთ დადიოდა. პოლიციამ ამოიღო ასევე ორგანო, რომელიც აღმოჩნდა, რომ ქალის დედის გული იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციამ დაიწყო სახლის თვალიერება იმისთვის, რომ ქალისთვის ტანსაცმელი მოეძებნათ, ერთ-ერთ ოთახში კი დედამისის ცხედარი აღმოაჩინეს, „მკერდის არეში დაზიანებით“.
ირლინი დედის მკვლელობისთვის ადგილზე დააკავეს.
პოლიციასთან ინტერვიუს დროს ქალმა თქვა, რომ დედამისი „ბოროტი“ იყო მის მიმართ მისი კანის ფერის გამო. მან ასევე თქვა, რომ მან დედას გული ამოჭრა, რათა „შეემოწმებინა“, – ამტკიცებს პოლიცია.
ირლინმა ასევე თქვა, რომ იგი არ ისაუბრებს თეთრკანიან ოფიცერთან.
ოჯახის წევრების თქმით, ირლინი 2009 წელს ჰოსპიტალიზირებული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. შარშან კი დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჯანდაცვის მუშაკებს მასზე ეზრუნათ.