ახალი ამბები
საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო… – ცნობილია, ვინ არის საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდა
მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. კონფლიქტი რამდენიმე ადამიანს შორის დაიწყო და დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მოკლული 23 წლის გიორგი საყურაშვილია. ის გლდანში ცხოვრობდა. ბიჭის ახლობლები ჰყვებიან, რომ ის უკონფლიქტო და ძალიან კარგი პიროვნება იყო.
„ძალიან კარგი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უკრავდა, მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა. კარგი ოჯახის შვილი, გამარჯობას ვერ დაასწრებდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო” – ჰყვებიან ახლობლები.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.