ნახეთ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში ფინანსურად გაუმართლებს და გამდიდრდება – geonewest.com
ჰოროსკოპი

ნახეთ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში ფინანსურად გაუმართლებს და გამდიდრდება

2024 წლის 2 ოქტომბერს ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდა: სასწორის ნიშანში მოხდა მზის დაბნელება და იყო ახალი მთვარეც . ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოგვეჩინა, რადგანაც თითოეულ ადამიანს მომატებული ემოციური ფონი ექნებოდა, კომუნიკაცია გაუჭირდებოდა და ტყუილისა და მანიპულაციის რისკიც იზრდებოდა..

ასტროლოგებმა დაასახელეს 5 ნიშანი, რომლებიც 2 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების გავლენას მომდევნო დღეებშიც ყველაზე მეტად იგრძნობენ:

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ ახალი მთვარე ახალი პროექტების დასაწყებად შესანიშნავი შესაძლებლობაა და გეგმების განხორციელებაში მზის დაბნელებაც კი ვერ შეუშლით ხელს. ამავე დღეს პლანეტა მარსი კირჩხიბის ნიშანში იქნება, რაც გაძლევთ უნიკალურ შანსს, ახალი პროექტები წამოიწყოთ და გადადგათ ნაბიჯები იმ მიზნებისაკენ, რომლებზეც სულ ფიქრობდით, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გყოფნიდათ. შედეგიც შესაბამისი იქნება და გექნებათ შესაძლებლობა, პიროვნულადაც განვითარდეთ და პროფესიულადაც.

მორიელი

2 ოქტომბრის მზის დაბნელება და ახალი მთვარე მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან ფინანსურ ცვლილებებს ჰპირდება. ამ დროს შესაძლოა, დაწინაურდეთ, მიიღოთ ბონუსი ან დამატებითი შემოსავალი. ამავდროულად, შესაძლოა, თქვენს მეუღლეს, პარტნიორს ფინანსურად ხელსაყრელი პერიოდი ჰქონდეს, რაც თქვენზეც მოახდენს გავლენას. დაბნელების დროს პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება და პარტნიორობის მე-7 სახლში გაივლის. ეს კი გაძლევთ შანსს, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული

ქალწულებო, პარადოქსების პერიოდისათვის მოემზადეთ. იმპულსური ქმედებებისაკენ მიდრეკილნი არ ხართ, მაგრამ ახლა შესაძლოა, სწორედ იმპულსურმა ქმედებამ წარმატებამდე მიგიყვანოთ. ამ დღეს გაქვთ შანსი, მოულოდნელი გადაწყვეტილებით როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოთ და თქვენთვის სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

Back to top button