“ტურისტი იტალიელმა პენსიონერმა შეიცოდა და საკუთარი სახლის საპირფარეშოში შეუშვა..” – ნახეთ ამ ამბავს მოჰყვა დაუჯერებელი ისტორია
არაჩვეულებრივი და დაუჯერებელი ამბავი მოხდა ამ საახალწლო დღეებში, ბებია ტერეზას ისტორიას ახლა არა მარტო იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში გაეცნენ.
ტერეზა მთელი თავის ცხოვრება ქალაქ ბრინდიზის ცენტრში(აპულიას რეგიონი)პატარა, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, 21 წლის წინ ერთ-ერთ ტურისტს ძალზე გაუჭირდა, ახლომახლო ტუალეტი ვერ ნახა და იძულებული გახდა სენიორა ტერეზა ბოსეტის კარზე მიაკაკუნებინა, ტურისტი მოხიბლა ბებია ტერეზას უბრალოებამ, გულღიაობამ და სტუმართმოყვარობამ…
წლები გავიდა, მაგრამ ექს-ემირმა ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანიმ ვერ დაივიწყა გულთბილი მოხუცი იტალიელი, რომელმაც მცირე დახმარება გაუწია და სახლში შეუშვა.
20 წლის შემდეგ (2018 წლის აგვისტოში) 124 მეტრიანი იახტა ბრინდიზას სანაპიროს მიადგა, ყატარელმა ემირმა რა თქმა უნდა გაიხსენა იტალიელი მოხუცი, დაინტერესდა ცოცხალი იყო თუ არა და ადგილობრივი მეზღვაურის დახმარებით მის სახლს მიადგა, 89 წლის ტერეზა ისევ ძველებურად იმავე სახლში ცხოვრობდა და არც არაფერი იყო შეცვლილი.(ეს ამბავიც არ გამორჩენია იტალიურ პრესას) ამჯერად უკვე ყატარელმა შეიხმა გადაწყვიტა კონტაქტი ჰქონოდა იტალიელ ბებიასთან და მისი მონაცემები ჩაინიშნა და აი საახალწლოდ ბებია ტერეზა და მისი ნათესავები ყატარში ოფიციალურად მიიწვიეს.
29 დეკემბერს 89 წლის მოხუცმა პირველად ცხოვრებაში ფეხი შედგა თვითმფრინავის ბორტზე, ბიზნესკლასით ტერეზა და მისი ოჯახის წევრები დოჰაში ჩაფრინდნენ, სადაც ყველაზე ფეშენებლურ სასტუმროში მოაწყვეს, რა დროსაც სასტუმროს მთელი პერსონალი საგანგებოდ ელოდა, როგორც ყველაზე საპატიო სტუმრებს, მოხუცმა გულწრფელად მოუხადა მადლობა მომსახურე პერსონალს მაგრამ შეიხი არსად ჩანდა და იკითხა თუ სად არის მათი მასპონძელი, მალევე ტერეზას ოჯახს მოწვევა მოუვიდათ სამეფო სასახლიდან, შეიხმა გვერდით მოისვა ტერეზა როგორც საპატიო სტუმარი და მიუხედავად უამრავი კერძებისა, რომელსაც საუკეთესო მზარეულები ამზადებდნენ, შეიხმა ტერეზას ხელით გაკეთებული იტალიური ორეკეტი მიირთვა, რომელიც ტერეზამ, როგორც ნამდვილმა ბებიამ იქვე სასახლის სამზარეულოში სახელდახელოდ გააკეთა.
ამჟამად ტერეზას ოჯახი ისევ ყატარში იმყოფება, მოგზაურობენ ქვეყნის გარშემო და ერთობიან, რა თქმა უნდა ექს-ემირის დახმარებით.აღსანიშნავია, რომ ტერეზამ პირველად ცხოვრებაში იმოგზაურა საზღვარგარეთ.