გოგომ გადაწყვიტა, მოკლე გზით, სასაფლაოს გავლით წასულიყო სახლში. ვერც წარმოიდგენდა, რა მოყვებოდა ამას
ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს ქალაქგარეთ დაჩა ჰქონდა. ტრანსპორტის ბოლო გაჩერება სასაფლაოსთან იყო, იმის შემდეგ კი დაჩები იწყებოდა.
ახალგაზრდა ქალი მიჩვეული იყო იქედან ფეხით სიარულს. ზაფხულში სულაც არ იყო საშიში, რადგან გზად სხვა დამსვენებლებიც ხვდებოდნენ, ყველა ერთმანეთს ესალმებოდა და ერთ გზაზე მიდიოდნენ ხოლმე, მაგრამ უკვე ზამთარი დგებოდა, ნაადრევი თოვლი მოსულიყო და ყველაფერი დაეფარა.
ქალს გაახსენდა, რომ დაჩაზე დატოვებული კომპოტები მოსახუფი დარჩა, ზამთრის მარაგები რომ არ გაფუჭებოდა, დასვენების დღეს, სადილის შემდეგ დაჩაზე ასვლა გადაწყვიტა.
რამდენიმე საათი გავიდა, მანამ ქალი იქ საქმიანობდა, ის უკვე სახლში დასაბრუნებლად ემზადებოდა, მთვარეც ამოსილიყო. ქალს საშიში ისტორიების არ სჯეროდა, ამიტომ, თამამად გადაიკიდა მხარზე ჩანთა და გზას გაუდგა.
ის დათოვლილ გზაზე მიდიოდა, როცა თავზე მოზრდილმა ჩიტმა გადაუფრინა. ქალი მოულოდნელობისგან შეხტა და ფეხს აუჩქარა. ამ დროს, მას ტელეფონმა დაურეკა. ზარი ისმოდა, მაგრამ ჩანთაში ბევრი ნივთი ედო, რის გამოც, ტელეფონს ვერ პოულობდა.