ახალი ამბები
გიორგი გასვიანი ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება – რას წერს ტელეწამყვანი ?
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გიორგი გასვიანი წერს, „ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია“.
„ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია! მიკროფონიან და კამერიან ადამიანების დასისხლიანება კატასტროფაა!
თუ პოლიციელების მიმართ ძალადობა დაუშვებელია და 32 პოლიციელია ნაცემი და ეს დაუშვებელია, ჟურნალისტებს რატომ ასისხლიანებს ნიღბიანი, რომელსაც ხალხი უხდის ხელფასს?! კოშმარი იყო“, – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში