დიდი ტრაგედია – ყველასათვის საყვარელი, ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა
ყველასთვის საყვარელი ექიმი ტრამვატოლოგი ბადრი ხუბულური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოცილურ ქსელში ვრცელდება.
“სამწუხაროდ მძიმე სენთან უშედეგო ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა ჯეო,,ჰოსპიტალს”ის ჭიათურის სამედიცინო ცენტრის ღვაწლმოსილი ექიმი ტრამვატოლოგი ბადრი ხუბულური,რომელიც 1988 წლიდან კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ჭიათურის და არამარტო ჭიათურის მოსახლეობას. არც, თუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავდა დაუზარებელ, ნიჭიერ დოსტაქარს.ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, 13 წლის შვილის გიორგის გარდაცვალებას 12 წლის წინ არ შეერყია მისი ჯანმრთელობა.
ჯეო,,ჰოსპიტალის ექიმთა ძირითად ბირთვს, კიდევ ერთი ბერმუხა გამოაკლდა ბადრი ხუბულურის სახით.ვუსამძიმრებთ ოჯახს და ვიზიარებთ მათ ღრმა მწუხარებას.
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი უღალატო კოლეგას და პაციენტების იმედს- ბადრი ექიმს”