93 წლის მამაკაცმა ყაჩაღი ერთი დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდო – geonewest.com
საზოგადოებასაკითხავი

93 წლის მამაკაცმა ყაჩაღი ერთი დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდო

იტალიის ფარიკაობის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა 93 წლის ასაკში ყაჩაღი დაამარცხა.
ალჟირელმა მამაკაცმა ძალიან ინანა, როცა მილანში მოხუცის გაძარცვა სცადა და ის ქვეყნის ფარიკაობის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, 93 წლის ატილიო ფინი აღმოჩნდა. Corriere della Sera-ს ცნობით, მამაკაცი, მიუხედავად ასაკისა, კარგ ფორმაში აღმოჩნდა.
კრიმინალი ქუჩაში ხანში შესულ მამაკაცს gadaeyara, როცა სახლში სეირნობიდან ბრუნდებოდა. იარაღით დაემუქრა და საათი და ფული მოსთხოვა, მაგრამ თურმე ასე იოლიც არ ყოფილა მოხუცის დაყაჩაღება.
„ჯერ სახეში დავარტყი, შემდეგ მკლავში დავარტყი, რის გამოც მისი რევოლვერი გაფრინდა და ბოლოს მთავარი ხრიკი – ბიძგი, საიდანაც უკან დაბარბაცდა და რამდენიმე სკუტერს შორის გაიჭედა“. – განუცხადა ატილიო ფინიმ ჟურნალისტებს.

პოლიციის მოსვლამდე დამნაშავე მიწაზე პირქვე დაწოლილი დარჩა – მის შეკავებაში გამვლელები დაეხმარნენ. აღმოჩნდა, რომ სამშობლოში ალჟირელს მკვლელობისთვის ეძებდნენ.

Back to top button