სამხრეთ სუდანში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
დაღუპულებს შორის ჩინეთის 2 მოქალაქე, ერთი ინდოელი და ორი პილოტია.
უცხოური მედია თავდაპირველად 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გადარჩენილებიდან 2 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ თვითმფრინავში 21 მგზავრი იმყოფებოდა, ერთი ადამიანი გადარჩა. გადარჩენილი, სამხრეთ სუდანელი ინჟინერია, რომელიც ნავთობის საბადოზე მუშაობს.
შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.