მანქანა, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ჯერ ხევში გადავარდა და შემდეგ დაიწვა – geonewest.com
ახალი ამბები

მანქანა, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ჯერ ხევში გადავარდა და შემდეგ დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. “ინფო რუსთავის” ცნობით, აღმაშენებლისა და გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან (ე.წ. ახალ ხიდთან), “ბეემვე”-ს მარკის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით მანაქნაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. ახალგაზრდებმა მცირე დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

Back to top button