ახალი ამბები

რესტორნის მფლობელი საკუთარ მიკროავტობუსში გარდაცვლილი იპოვეს – მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. 

გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ცხედარი, მის კუთვნილ მიკროავტობუსში ნახეს. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„მთავარი ამბები კახეთიდან“ 

Back to top button