ახალი ამბები

საქორწინო კოლონაში მოძრავი მანქანა გადაბრუნდა და საშინლად დაიმტვრა – სად მოხდა მძიმე შემთხვევა და როგორია მგზავრების მდგომარეობა?

ქობულეთში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ზუსტ გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.

წყარო: primetime.ge

Back to top button