
გუშინ თბილისში 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა. უმძიმესი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილია 19 წლის დიმა კურდღელია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა.
„ასეთი ლამაზი დედაშვილობა, ასეთი ხანმოკლე! არ ვიცი, რა ქვია ასეთ ბედისწერას ან სახელი თუ აქვს საერთოდ?!
ჩემს სოფელში, ოტობაიაში ახლა ამაზე მწარე და მტკივნეული არაფერია, რაც ამ ტრაგედიამ გამოიწვია!
თამუნა გამისონია სიტყვები არ მოიძებნება, ნუგეშის გამოსახატავად!
ვიზიარებ თქვენი და თქვენი დის, ქეთის უზომო მწუხარებას ამ მზეჭაბუკივით ვაჟკაცის გარდაცვალების გამო. ყველა შეგვაძრწუნა ამ ამბავმა, დროც რომ ვერ მოაშუშებს, ის ტკივილია!
უნდა გაუძლოთ, დიმას სულისთვის, მისი მარადიულობისთვის!“ – წერენ სოციალურ ქსელში.