
მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს. ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, უმძიმეს შემთხვევას ქუთაისში მცხოვრები ორი ახალგაზრდის, მათე ობოლაძისა და ბერდია ხაბულიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



