ახალი ამბები

ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო. რა მდგომარეობაში იპოვეს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები.

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ.

ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი ახალ­გაზ­რდა იჯდა. მათ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ეძებ­დნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბი ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი არი­ან. ორი­ვე ერთ უბან­ში, ნი­კე­ა­ზე ცხოვ­რობ­და. 20 წლის მათე ობო­ლა­ძე და 18 წლის ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნი.

ტრა­გე­დი­ის დროს, 18 წლის ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ანი იჯდა.

“ბიჭი, რო­მე­ლიც და­აკ­ლა ქა­ლაქს. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო ბერ­დია, ახლა იწყებ­და ცხოვ­რე­ბას. ხა­ლი­სი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. მო­ღი­მა­რი. ნუ გე­ში­ნია თიკო, მე არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბაო, ამ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ბერ­დია დე­დას. ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი დედა ჰყავს, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და ზო­გა­დად და სულ ფრთხი­ლობ­და. მოხ­და ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა. და­ვი­ხო­ცეთ ჩვენც, ყვე­ლა­ნი ისე გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს.

მან­ქა­ნა რომ ამო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა გუ­შინ ორი­ვე ერ­თად უპო­ვი­ათ მან­ქა­ნა­ში, ასე უთ­ქვამთ ექ­სპერ­ტებს, ისე იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი, ძლივს და­ვა­ცი­ლეთ ერ­თმა­ნეთ­სო. მა­თეს გული გას­კდო­მია და ბერ­დია უკ­ნი­დან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, ეტყო­ბა ცდი­ლობ­და მან­ქა­ნი­დან მის გად­მოყ­ვა­ნას.

ისე­თი იყოო ბი­ჭებ­მა, არ მი­ა­ტო­ვებ­და არა­ვი­სო. უღა­ლა­ტო ბავ­შვი აღარ გვყავს. ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ყვე­ლას. მი­ჭირს წარ­სულ­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი. ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია მათი ოჯა­ხი, ისე ხა­ბუ­ლი­ა­ნე­ბის ძირი ლენ­ტე­ხი­დან არის, ლენ­ტეხ­ში ცხოვ­რობს მისი ბე­ბია და ბა­ბუა. ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში აღ­ზრდი­ლი ბი­ჭია ბერ­დია. ქუ­თა­ის­ში, ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ახა­ლი გა­და­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ნი­კე­ა­ზე. უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი იყო. ჰყავს პა­ტა­რა და­ი­კო.

სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ ან­გე­ლო­ზი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხე­ბის სა­ნუ­გე­შებ­ლად. ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. გაძ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ მშობ­ლებს”, – ამ­ბობს ბერ­დია ხა­ბუ­ლი­ა­ნის დე­დის მე­გო­ბა­რი”. განაგრძეთ კითხვა>>>>

Back to top button