(ვიდეო) ”ავტოსაგზაო შემთხვევა მეტეხის ხიდზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა”- ვრცელდება საგანგაშო კადრები – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) ”ავტოსაგზაო შემთხვევა მეტეხის ხიდზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა”- ვრცელდება საგანგაშო კადრები

დღეს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა.  ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტეხის ხიდთან, მტკვრიდან ამოყვანილ მანქანაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“ჩემი ქალაქი მკლავს” მომხდარის ვიდეო კადრებს აქვეყნებს.

“დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტეხის ხიდზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა 

იარეთ ფრთხილად”- წერია პოსტში.

Back to top button