ლაშა, თაკო, ლიზი, მარიამი – შემზარავ ავარიაში ოთხი ახალგაზრდა დაკარგა საქართველომ, ცნობილია ოთხივეს ვინაობა. – geonewest.com
ახალი ამბები

ლაშა, თაკო, ლიზი, მარიამი – შემზარავ ავარიაში ოთხი ახალგაზრდა დაკარგა საქართველომ, ცნობილია ოთხივეს ვინაობა.

20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა უმძიმესმა ავარიამ მთელი საქართველო შეძრა. როგორც ირკვევა, ავარიის შედეგად ოთხი ზუგდიდელი ახალგაზრდა დაიღუპა.

“საშინელება ტრიალებს… ზუგდიდმა ოთხი ახალგაზრდა დაკარგა. ასეთ დროს, სიტყვები უძლურია. გამძლეობა მათ ოჯახებს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

Back to top button