ახალი ამბები

იცოდით ამის შესახებ? საიდუმლო ადგილი თბილისში – „სიმსივნეს, ასთმას, უნაყოფობას და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს კურნავს“

სად არის საიდუმლო ადგილი თბილისში, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის – „სიმსივნეს, ასთმას, უნაყოფობას და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს კურნავს“

მთაწმინდის ფერდობზე, მამა დავითის ეკლესიის შემოგარენში, ალბათ ერთხელ მაინც ყოფილხართ პანთეონში დასვენებულ გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა საფლავების დასათვალიერებლად. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ტაძრის ეზოში სასწაულმოქმედი, მკურნებელი წყაროებია.

როგორც აღმოჩნდა, ეს პოპულარული ადგილი ერთგვარ საიდუმლოს ინახავს, რომლის შესახებაც ბევრს ინფორმაცია არ აქვს. ვიწრო, გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, მთაზე გაშენებულ ტაძრამდე მიხვალთ, სადაც სამ წყაროს იხილავთ.

ადგილზე კელიის ერთ-ერთი მცველი დამხვდა, რომელმაც მკურნებელი წყაროების შესახებ ისტორია მომიყვა.

მისი თქმით, მკურნებელი წყალი საუკუნეებია კელიაში წვეთ-წვეთად გადმოდის და მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ განიბანონ. ისინი კურთხევით კვართებში განიბანებიან. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირველი წყარო კუჭ-ნაწლავის სამკურნალოა, მეორე – წმინდა ლუკიანეს წყალი ოფთალმოლოგიურ პრობლემებს კურნავს, ხოლო მესამე ემბაზში დაგროვილი წყალი სიმსივნეს, ასთმურ და რევმატულ დაავადებებსა და უნაყოფობას კურნავს, – ამბობს სასულიერო პირი.

გადმოცემის თანახმად, VI საუკუნეში აქ ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი, დავით გარეჯელი, ცხოვრობდა.

ტაძარს ყოველდღიურად ათეულობით მორწმუნე სტუმრობს, განსაკუთრებული აქტიურობა კი შაბათ-კვირას შეინიშნება. ტაძრის კარი ყველასთვის ღიაა.

Back to top button