“დიდი ტრაგედია მოხდა” – რა გახდა მე-7 კლასელი გოგონას გარდაცვალების მიზეზი? – geonewest.com
ახალი ამბები

“დიდი ტრაგედია მოხდა” – რა გახდა მე-7 კლასელი გოგონას გარდაცვალების მიზეზი?

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუგაანში, მე-7 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ანა კიკილაშვილია. არსებული ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების გართულება გახდა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

“ჩვენს სოფელში მოხდა უდიდესი ტრაგედია, გარდაიცვალა ჯუგაანის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, ანა კიკილაშვილი. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა უძლურია იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც დღეს მოხდა. სიფრიფანა და მომღიმარი სახის ანგელოზო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი,” – წერს ფეისბუკ გვერდი სოფელი ჯუგაანი.

წყარო

Back to top button