“ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას – geonewest.com
საკითხავი

“ერთადერთი ვარ ვინც მთელ მსოფლიოში სიმართლეს ამბობს..” – ნახეთ გაფრთხილება მოსახლეობას

წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში 2012 წლის ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს აქვეყნებს ქართული პოლიტიკის შესახებ წერს.
მისი თქმით, ის ბევრ რამეს ხედავს, მაგრამ არ წერს.
„მავანთა საყურადღებოდ: ვისთვის გასამხნევებლად, ვისთვის – გასაფრთხილებლად!!!
ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, ჩაწერილი 2012 წლის 22 აპრილს
რამდენიმე წლის წინ წამოვიდა კოსმოსიდან ასეთი ფრაზა: „მე დავდუმდები!“

მაგრამ გამომდინარე ჩემი ხასიათიდან, არ დავემორჩილე, ასე ვთქვათ, კოსმოსის ბრძანებას და განვაგრძობ წინასწარმეტყველების გამოქვეყნებას.

ისე, კი მაქვს კახური სიჯიუტე, გურული სიფიცხე და მეგრული სიბრძნე. აი ეს ხასიათი დიდად უწყობს ხელს ჩემს ბრძოლას ამ დადუმებასთან. ნამდვილად ვერ შევეგუები, რომ ამხელა ინფორმაცია, რომელიც მოდის კოსმოსიდან და რასაც წლების განმავლობაში ვწერ, არ განვაცხადო და დავდუმდე. რატომ უნდა გავახარო საქართველოს მტერი შადიმანები?! თანაც, ვიცი, რომ ერთადერთი, ვინც სიმართლეს ამბობს მთელ მსოფლიოში, მე ვარ.

სასაცილო ისაა, რომ ის ხალხი, ვინც ვითომ ბევრი რამე იცის პოლიტიკაში, მის ანალიზში, და ამით თავი მოაქვთ, ისინი არიან დადუმებულები.

მე კი ჩემი ხალხისთვის ვწინასწარმეტყველებ. ჩემი ქართველი, რომ კითხულობს წინასწარმეტყველებებს, ის ამით მშვიდდება, ვინაიდან იცის, რომ ყველა სიტყვა ასრულდება.

შადიმანებო, ქართულ პოლიტიკაში ცუდად ნუ აფათურებთ ხელებს, თორემ…

ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ:

ჩემო ქართველებო, ნურაფრის გეშინიათ! გარკვევით ვხედავ, როგორ სდის ღვთისმშობელს თვალთაგან სიხარულის ცრემლი!!!

ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ არ ვწერ!!!“- წერს ლელა კაკულია.

Back to top button