„მის მშობლებს ეს ერთი გოგონა ჰყავდათ, მთელი სოფელი შოკშია” – რა ვირუსით დაიღუპა სიღნაღში 13 წლის გოგონა – geonewest.com
ახალი ამბები

„მის მშობლებს ეს ერთი გოგონა ჰყავდათ, მთელი სოფელი შოკშია” – რა ვირუსით დაიღუპა სიღნაღში 13 წლის გოგონა

ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულებით, სიღნაღში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
სოფელ ჯუგაანში მცხოვრები, მეშვიდე კლასის მოსწავლე ანი კიკილაშვილი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

” დედის ინფორმაციით, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, თუმცა ექიმისათვის არ მიუმართავთ. ჩვენთან შემოყვანილი უკვე მძიმე იყო და განხორციელდა რეფერალი თბილისში, თუ არ ვცდები, ინგოროყვას კლინიკაში. სავარაუდოდ, ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება, თუმცა ალბათ მიმღებ საავადმყოფოში, უფრო დააზუსტებდნენ» – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ოთარ რუაძემ.

გარდაცვლილი გოგონა, საავადმყოფოდან უკვე სახლში, სოფელ ჯუგაანშია გადასვენებული.

Back to top button