2 ადამიანის ცხედარი მოსახლეობამ გამთენიისას მდინარეში იპოვა – რა მოხდა გალში, სადაც უბედურება დატრიალდა? – geonewest.com
ახალი ამბები

2 ადამიანის ცხედარი მოსახლეობამ გამთენიისას მდინარეში იპოვა – რა მოხდა გალში, სადაც უბედურება დატრიალდა?

უბედური შემთხვევა მოხდა ოკუპირებულ გალის რაიონში, აჩიგვარასთან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმიდან საქონლით დატვირთული გაზელის მარკის ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

2 ადამიანის ცხედარი მოსახლეობამ გამთენიისას მდინარეში იპოვა. ერთ-ერთი გარდაცვლილი შუა ხნის ქალი ინდირა აგუმავაა, მეორე კი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

წყარო: პრაიმტაიმი

Back to top button