(ფოტოები) გრანდიოზული ქორწილების შემდეგ ასეთივე ნათლობა – 5500-ლარიანი, 120-კილოიანი ტორტი და ქუთაისის „თავზე” გამართული ცერემონია
6 წლის ივლიტა კუხიანიძის ნათლობისადმი მიძღვნილი დღესასწაული უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის საგანია – მხოლოდ ტორტი, დიზაინიდან და სიდიდიდან გამომდინარე, იმდენად რთული მოსამზადებელი იყო, რომ მასზე 5 ადამიანი მუშაობდა არაერთი დღის განმავლობაში.
ტორტი 120 კილოს იწონიდა და მისი მიტანა და განთავსება დარბაზში, მხოლოდ დაშლილ მდგომარეობაში მოახერხეს და ადგილზევე ააწყვეს. ტორტის ყველა დეტალი ხელით იყო შესრულებული და არც ერთი ნაწილი იყო ბუტაფორია. ტორტის ფასი 5 500 ლარია.
ნათლობა ქუთაისში შედგა, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში. აღნიშვნაც ქუთაისში მოხდა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ქუთაისის თავზე, რესტორან panomaric–ში, რომელიც შენობის მეათე სართულს მოიცავს და მთელ ქუთაისს ზემოდან გადაჰყურებს.
პატარა ივლიტას დედა ცნობილი ადვოკატი, ნინო შავგულიძეა, განთქმული თუ მოგებული საქმეებით და თუ სილამაზით, გლამურული დასვენებითა და ჩაცმულობით. სწორედ მან დაგეგმა და მოიყვანა სისრულეში გრანდიოზული ღონისძიება:
“ტორტის დიზაინიც ჩემი იყო. ღრუბლები, საქანელები, ანგელოზები, თუ ნებისმიერი დეტალი, ფართის გაფორმებიდან დაწყებული, ტორტით დასრულებული, ჩემი დიზაინით შესრულდა. ძალიან დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც არაერთი დღე იმუშავა ტორტის დეტალების ზუსტად შესასრულებად და რომელმაც გაითვალისწინა ჩემი მოთხოვნა, რომ ტორტზე არც ერთი დეტალი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც საკვებად უვარგისია და ბუტაფორიაა. ცხადია, ტორტის შემთხვევშიც, რაკი ეს ივლიტას ზეიმი იყო, მას ვუთანხმებდი დეტალებს. როცა ვაჩვენე დასრულებული სახით დიზაინი, – მითხრა – მომწონს, მაგრამ ზუსტად ასე შეასრულებენ? – დავპირდი, რომ ზუსტად ასეთი ტორტი ექნებოდა და ჰქონდა კიდეც. ძალიან რთული დასამზადებელი იყო, როგორც ვიცი. რთულად ამოსატანი რომ დარჩა მეათე სართულზე, ამას ნამდვილად შევესწარი, ნაწილ–ნაწილ მოუწიათ ამოტანა და ადგილზე აწყობა. სხვათა შორის, იმდენად რთული იყო დასამზადებლად დ აიმდენად შთანბეჭდავი გამნოვიდა, ტორტს სახელიც დაარვეს – საოცრება.
ჩემი სურვილი იყო, ჩემი შვილები, ჩემი ახლობელი ადამიანები, ჩემი ოჯახი მენახა გახარებული და ბედნიერი. სიმართლე გითხრათ, არ არის ეს ჩემთვის უცხო ემოცია. ნაძვირს ხეს თუ მოვრთავ, იმაზეც ყველა ასე ამბობს, რომ გრანდიოზულად მოვაწყვე საახალწლო განწყობა სახლში, ავეჯსაც რომ შევუცვალო ადგილი და ახალი არაფერი დავამატო, ისიც ასეთ საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში…” – განუცხადა “ალიას” ნინო შავგულიძემ.