ახალი ამბები
მე-5 სართულიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა და რას ჰყვებიან მეზობლები?
რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა.
მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
“ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა”, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.