როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები – geonewest.com
რჩევები

როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები

ფეხსაცმელი- ერთადერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი “ატრიბუტია” ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამიტომ არ ღირს ეკონომიის გაწევა მისი შეძენის დროს, კარგი იქნება თუ გადაიხდით მეტს და ჩაიცვამთ ხარისხიან ფეხსაცმელს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მოგემსახურებათ კომფორტულად და უღალატოდ და სჯობს გეცვათ 2-3 წელი, ვიდრე ყოველ სეზონზე შეიძინოთ ახალი-უხარისხო.

image

მართალია ბევრს არ გვაქვს იმის საშუალება გადავიხადოთ ძვირი და გვიწევს დაბალხარისხიანი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც ხუნდება, ატარებს წყალს, გვტკენს ფეხს და ა.შ. სწორედ ამ შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით დღევანდელ სტატიაში მინდა რამოდენიმე ხრიკი გასწავლოთ.

1. როგორ გავათეთროდ ფეხსაცმლის ძირები? კბილის პასტა მხოლოდ კბილების მოვლისთვის როდი გამოიყენება, მისი საშუალებით შეგიძლიათ გაათეთროდ ფეხსაცმლის ძირი. აიღეთ კბილის ჯაგრისი, რომელსაც აღარ იყენებთ, დაატანეთ მასზე მცირე კბილის პასტა და ფეხსაცმლის ძირებს წაუსვით ქვედა მხარეს. კბილის პასტით შეგიძლიათ ასევე გაათეთროდ და გაპრიალოდ ტყავის ფეხსაცმელი. წაუსვით ტყავის ფეხსაცმელს კბილის პასტა და გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი ნესტიანი ჩვარით გაწმინდეთ კარგად, შედეგი გაგაოცებთ.

image

2. როგორ გავწმინდოთ ტყავის ფეხსაცმელი? სპირტი ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია, რომლის შეძენაც აფთიაქში შეგიძლიათ, თუმცა გჭირდებათ არა ეთანოლი, არამედ იზოპროპანოლი. თუ კი ტყავის ფეხსაცმელს გაუჩნდა ლაქები, სწორედ ამ სპირტში ჩასველებული კარგად სველი ბამბით გაწმინდეთ და დააყოვნეთ ნახევარი საათით.

image

3. როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? საღამოს მონაკვეთში ფეხსაცმელში ჩაყარეთ (პურის) სოდა და დააყოვნეთ მთელი ღამით. დილით ჩაცმამდე კი გადმოფერთხეთ. იგრძნობთ სუნი როგორ გაქრა.

image

სუნის მოშორებაში ასევე დაგეხმარებათ ძმარი. 1/3 ჭიქა ძმარი გახსენით 1 ლიტრ წყალში, ჩაასველეთ ამ ნაზავში ჩვარი, ჩადეთ ფეხსაცმელში და დატოვეთ რამოდენიმე საათით. ამის შემდეგ ამოიღეთ ჩვარი, გაწმინდეთ სუფთა წყალში დასველებული ჩვრით და გააშრეთ ჰაერზე- ბუნებრივად.

4.როგორ განვაახლოდ გახეხილი ქუსლები? ქუსლიან ფეხსაცმელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ნაკლებად ხარისხიანია, ხშირად ეხეხება ქუსლები. ამ შემთხვევისთვის მეტად გამოსადეგარია ფრჩხილის ქლიბი. ქლიბის ნელი მოძრაობით შეგიძლიათ გაასუფთაოთ თქვენი ფეხსაცმლის ქუსლები.

image

5.როგორ დავუბრუნოთ სიკაშკაშე ლაკის ფეხსაცმელს? დაკაწრული და არა მოელვარე ლაკის ფეხსაცმელს სიკაშკაშეს მარტივად, მხოლოდ ვაზელინის მეშვეობით დაუბრუნებთ. დაატანეთ ვაზელინი ღრუბელზე და გააპრიალეთ ტქვენი ფეხსაცმელი.

image

6. როგორ მოვაშოროთ ლაქები ზამშის ფეხსაცმელს? შვრიის ფქვილი შეაზილეთ ლაქების ადგილას, დააყოვნეთ ნახევარი საათით და შემდეგ გაწმინდეთ, შედეგი გაგაოცებთ.

image

7. როგორ გავადიდოთ ვიწრო ფეხსაცმელი? ვიწრო ფეხსაცმელი კომფორტულად რომ მოგვადგეს ფეხზე, ამისათვის დაგვჭირდება სქელი წინდები და თმის საშრობი ფენი. ჩაიცვით წინდები და შემდეგ ფეხსაცმელი, ჩართეთ ფენი ცხელი დაბერვის რეჟიმზე და გაახურეთ ფეხსაცმელი. ის განში გავა.

image

კიდევ ერთი ხრიკი, თუ როგორ გავწელოთ ფეხსაცმელი. ამ შემთხვევაში კი ცივ ხრიკს მივმართავთ. ცელოფნის პაკეტში ჩაასხით წყალი და ჩადეთ ფეხსაცმელში, ფეხსაცმელი კი შედეთ საყინულეში. დააყოვნეთ მთელი ღამით, დილით კი გამოიღეთ და დააცადეთ ყინულს თავად გადნეს, რასაც დაახლოებით 20 წუთი დაჭირდება, შედეგად ნახავთ, რომ ფეხსაცმელი გაგანიერდა.

image

8. როგორ გადავრჩეთ ფეხსაცმლის მოცურებისგან? თუ თქვენი ფეხსაცმელი სრიალა ძირისგან შედგება, მაშინ უმჯობესია იყიდით თუ არა ასეთ ფეხსაცმელს, მაშინვე დააკრათ მას ძირზე ზუმფარას ქაღალდი, რომელიც ხაოიანია და მოცურებისგან და დაცემისგან აუცილებლად გიხსნით.

image

9. ახალმა ფეხსაცმელმა ფეხები რომ არ გვატკინოს– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალი ნაყიდი ფეხსაცმელი ე.წ. ბუშტუკებსა და მაზოლებს გვიჩენს, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმოუდგენელ ტკივილზე, ამიტომ მარტივად შეგიძლიათ ამ პრობლემის მოგვარება, თუ ჩაცმამდე მტკივან ადგილებზე (ოღონდ ფეხსაცმელს)- წაუსვამთ ჩვეულებრივ დეოდორანტს.

image

ასევე ხშირია ფეხისა და თითების ტკივილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს. ამ ტკივილის თავიდან არიდებაში კი დაგეხმარებათ ჩვეულებრივი სამედიცინო პლასტირი (სანტავიკი), უბრალოდ აიხვიეთ ცერის მომდევნო ორი თითი პლასტირით ორივე ფეხზე და შედეგად ფეხები აღარ გეტკინებათ ქუსლებზე დგომის შემთხვევაში.

image

10. როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი? ეს მეთოდი ეფქტურია როგორც ტყავის, ასევე სხვადასხვა მატერიის მქონე ფეხასცმელისთვის. ფუტკრის ცვილით გაპოხეთ ფეხსაცმლის ზედაპირი და წვიმიან ამინდში ფეხი მშრალი გექნებათ.

image

P.S. თუ სტატია დროული არ აღმოჩნდა და უკვე გაგეხეხათ ფეხზე კანი, გეტკინათ და დაგეძაბათ, მაშინ გთავაზობთ ამ მარტივ პროცედურას, რომელიც მოგიხსნით დაღლილობას, ტკივილს და ჩაგიცხრობთ შეშუპებას. გამოიყენეთ ჩაი, თუმცა არა შინაგანი, არამედ გარეგანი გამოყენებისთვის, სწორედ ჩაის აბაზანა მოანიჭებს თქვენს ფეხებს სიმშვიდეს.

image
Back to top button