“6 საათი ეძებდნენ დანის მდინარეში… არ დანებდა, იბრძოლა” – რას ჰყვებიან მარტვილში სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის ოჯახის წევრები – geonewest.com
ახალი ამბები

“6 საათი ეძებდნენ დანის მდინარეში… არ დანებდა, იბრძოლა” – რას ჰყვებიან მარტვილში სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის ოჯახის წევრები

მარ­ტვილ­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ხა­რა. ცნო­ბი­ლია, რომ 6 წლის ბავ­შვს ფეხი და­უ­ცურ­და (ქვე­მო ხუნ­წი) და ცხე­ნის­წყალ­ში გა­და­ვარ­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად, მო­სახ­ლე­ო­ბად ჩა­ერ­თო. ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თო 50-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი, რის შე­დე­გა­დაც, მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან 500 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ნა­ნა­ხია ბავ­შვი, რო­მე­ლიც ნა­პირ­ზე გა­მოყ­ვა­ნი­ლია უვ­ნებ­ლად.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ბავ­შვის ბიძა ლადო თორ­დი­ნა­ვა ჩავ­წე­რეთ:

– დანი ახლა კარ­გად არის, კარ­გად გრძნობს თავს. ახ­ლა­ხან გა­იღ­ვი­ძა. უბ­რა­ლოდ ცოტა ხელს იტ­კი­ვებს, მეტი არა­ფე­რი, ალ­ბათ ნაბ­რძო­ლი რომ არის მაგ დროს იტ­კი­ნა. სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც გვყავ­და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, გა­დავ­რჩით.

– რო­გორ მოხ­და ეს შემ­თხვე­ვა?

– ბავ­შვე­ბი ჭა­ლა­ში იყ­ვნენ, ქვე­ვით ჩა­ვი­და დანი, ალ­ბათ სა­ნა­ხა­ვად და და­უს­რი­ალ­და ფეხი და ჩა­ვარ­და. მას­თან ერ­თად კი­დევ ერთი ბავ­შვი იყო, მე­ზო­ბე­ლი. ისიც პა­ტა­რა და არ შე­ეძ­ლო დახ­მა­რე­ბა. რომ დაბ­რუნ­და და გვი­თხრა, ყვე­ლა ერ­თად წა­ვიდ­ნენ ბავ­შვის მო­სა­ძებ­ნად. ექ­ვსი სა­ა­თი ეძებ­დნენ ბავ­შვს. ახ­ლოს არის ეს ტე­რი­ტო­რია სახ­ლთან. სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით, ორ­ჯერ გვა­ჩუ­ქა და­ნის თავი ღმერ­თმა და ოჯა­ხიც მე­ო­რედ და­ვი­ბა­დეთ.

– და­ნიმ გა­დარ­ჩე­ნის­თვის თა­ვა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა?

– დიახ, არ და­ნებ­და, იბ­რძო­ლა, მო­უს­ვე­ნა­რია თვი­თო­ნაც. მარ­თლა სა­ოც­რე­ბა მოხ­და, გა­დავ­რჩით. მეტი არა­ფე­რი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა უფალ­მა.

Back to top button