ახალი ამბები

ავარიის დროს მოტოციკლზე ორი ახალგაზრდა იჯდა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია – სად მოხდა შეჯახება?

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. თვითმხილველების ცნობით, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.

Back to top button