
ლიმონიანი ჩაი პოპულარული სასმელია, განსაკუთრებით გრიპების სეზონზე – 100 გრამ ახალ ლიმონში, დაახლოებით, 50 მგ C ვიტამინია, რაც ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილების თითქმის ნახევარია.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ამბობს, რომ ცხელ ჩაიში ლიმონის ნაჭრის მოთავსება არასწორია, რადგან ის სასარგებლო თვისებები და კომპონენტები, რაც ლიმონს აქვს, კვდება.
„ვიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც აღარ არის სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, თუ გსურთ, რომ ლიმონმა მისი სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, ჩაიში წყლის ოდნავ გაგრილების შემდეგ უნდა მოვათავსოთ“, – განმარტა არაბულმა.



