გგონიათ, უბრალოდ სურათს უმზერთ? ის, რასაც პირველად დაინახავთ ფოტოზე, საკუთარ თავზე ბევრ საინტერესო დეტალს გაგიმხელთ. მსგავსი ფსიქოლოგიური ტესტები დღესდღეობით სულ უფრო პოპულარული ხდება, ვინაიდან ისინი ადამიანებს ხასიათის ფარული თვისებების აღმოჩენაში ეხმარებათ. დღეს, სწორედ ერთ-ერთ ასეთ სახალისო ტესტს გთავაზობთ, მაშ ასე, ყურადღებით შეხედეთ გამოსახულებას, რომელშიც ერთდროულად ორი სახეა დამალული: ქალის და მოხუცი კაცის. პირველი დანახული ადამიანი თქვენი პიროვნების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. მზად ხართ გაიგოთ რას გკარნახობთ თქვენი ინტუიცია?
თქვენ წინაშეა სახალისო ტესტი აღქმის უნარის შესაფასებლად. შეხედეთ გამოსახულებას – მასზე დაინახავთ როგორც ქალის, ასევე ხანდაზმული მამაკაცის თავს. ის, რაც პირველად მოგხვდებათ თვალში, გეტყვით თუ ვინ ხართ – ოპტიმისტი თუ ვისთვისაც ერთგულება უმნიშვნელოვანესია. აბა, რა შეამჩნიეთ პირველად?
თუ პირველად ქალის თავი დაინახეთ:
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ. თქვენ თითქოს “ვარდისფერ სათვალეს” ატარებთ და სამყაროს კაშკაშა ფერებში აღიქვამთ. თქვენ პოზიტივის წყარო ხართ თქვენივე მშვიდი ხასიათის წყალობით, რომელსაც მხოლოდ სხვების გახარება და გახალისება უყვარს. თქვენ გარშემომყოფები აღგიქვამენ როგორც მხიარულ, ენერგიულ და ნებისმიერ სიტუაციაში ხალხის გამამხნევებელ ადამიანად. სირთულეების წინაშე აღმოჩენის დროსაც კი, გჯერათ, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოვა.
ხოლო თუ პირველად მოხუცის თავი დაინახეთ:
თუ პირველივე შეხედვისთანავე თქვენი ყურადღება მოხუცის გრძელმა ულვაშებმა და თავმა მიიპყრო ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშვიდი და ღრმადმოაზროვნე პიროვნება ბრძანდებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთგულება და საიმედო ურთიერთობები. გარდა ამისა, თქვენ მკვეთრად გამოხატული ლიდერული თვისებები გაგაჩნიათ. ხალხი პატივს გცემთ და ხშირად მოგმართავთ რჩევისა და მხარდაჭერისთვის. თქვენ აღიქმებით დაბალანსებულ ადამიანად, რომელიც გადაწყვეტილებებს გააზრებულად და რაციონალურად იღებს.