რას ხედავთ ფოტოზე? – ტესტი, რომლითაც ფსიქიატრები ადამიანებში ფსიქიკურ პრობლემებს ადგენენ – geonewest.com
ტესტები

რას ხედავთ ფოტოზე? – ტესტი, რომლითაც ფსიქიატრები ადამიანებში ფსიქიკურ პრობლემებს ადგენენ

მოცემული ტესტის ისტორია, რომელიც ას წელზე მეტია გამოიყენება, ასე დაიწყო: 1917 წელს შვეიცარიელმა ფსიქიატრმა ჰერმან რორშახმა ბარათებზე მელნის ლაქების დადება დაიწყო, რათა შეესწავლა, როგორ მუშაობს ჩვენი გონება. მან სულ 10 საგანი დახატა და ერთ სივრცეში გააერთიანა. კითხვაზე, თუ რას ხედავდნენ ადამიანები, ფსიქიატრმა მათში შიზოფრენიისკენ მიდრეკილება გამოავლინა.

რორშახი ვარაუდობდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ განმარტავს ადამიანი ვიზუალურ ინფორმაციას. ფსიქიატრის ტესტებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ფსიქოანალიზის ასეთი მეთოდები აქტუალური აღარ იყო და რორშახის ტესტიც მეცნიერულად აღარ აღიქმებოდა. მაგრამ, 2013 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რორშახის ტესტს ფსიქიკური აშლილობების ამოცნობა ბევრად უფრო ზუსტად შეუძლია, ვიდრე ადრე ეგონათ.

33-1671700278.jpg

რორშახის ტესტი გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ვიზუალურ ინფორმაციას. არასწორი პასუხები არ არის, მაგრამ თუ თქვენ ნახატის მიღმა პირველი შეხედვის დროს შემდეგ საგნებს დაინახავთ, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემა გქონდეთ. ესენია: ბარტყი, ორი ოთხფეხა ცხოველი, კიბორჩხალები ან ობობები, მიმტანი.

Back to top button