“როგორ გადავრჩები, არ ვიცი”- ვრცელდება მდუმარე ნიკოლოზის წერილი, სადაც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა – geonewest.com
ახალი ამბები

“როგორ გადავრჩები, არ ვიცი”- ვრცელდება მდუმარე ნიკოლოზის წერილი, სადაც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა

სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის (ნარიმან მაქარაშვილის) მრევლი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც, მათი თქმით, თავად ბერის მიერ დაწერილი წერილია აღბეჭდილი. ტექსტში საუბარია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და მკურნალობის სპეციფიკურ მეთოდებზე.

„ცივი ლიმონათისა და სხვა ცივი სასმელების სმისგან ყელი ძალიან გამიცივდა, ასევე თავიც! ჩირქი გამომდის ზემოდან (ანუ თავიდან), ამომდის ყელიდანაც და, ალბათ, მუცლიდანაც, როცა ვწვები, და ფილტვებიდანაც! ეს დაავადება, ანუ ყელის გაცივება, მჭირს 1 მილიონი წელია უწყვეტად! სულ ცხელ წყალს ვსვამ და სულ ცხელ საჭმელს ვჭამ – ასე ვირჩენ თავს! ეს ახლა რატომღაც აკრძალულია. როგორ გადავრჩები, არ ვიცი; ხუთჯერ ამომაჭრეს გლანდები ბავშვობაში. ჩემი მკურნალობა წამლებით ძალიან ძნელია. უნდა სითბო, სიცხე და ის, რომ ოთახის ტემპერატურის წყალი ვსვა!“ – აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ ნარიმან მაქარაშვილი ფონიჭალის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

Back to top button